22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის ოც­და­მე­სა­მე დღე და­ი­წყე­ბა 04:51-ზე, მთვა­რე მშვილ­დო­სან­შია

კარ­გი დღეა ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ახ­ლებს ნუ წა­მო­ი­წყებთ. ნუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს. სწავ­ლის­თვის ნე­იტ­რა­ლუ­რი დღეა, მაგ­რამ გა­მოც­და სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეთ. უმ­ჯო­ბე­სია ეს დღე გან­მარ­ტო­ე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი, გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბი. მო­ე­რი­დეთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­ფლიქტს. სამ­სა­ხუ­რის, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლას. გა­თა­ვი­სუფ­ლდით უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის­გან. არა­სა­სურ­ვე­ლი დღეა ქორ­წი­ნე­ბი­სა და ნიშ­ნო­ბის­თვის. მო­ე­რი­დეთ ხორ­ცი­ან კერ­ძებს. გა­უფრ­თხილ­დით ღვიძლს. მო­ე­რი­დეთ ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცი­ას.

ვერ­ძი

თუ უნდა და­არ­წმუ­ნოთ ვინ­მე თქვენს სი­მარ­თლე­ში, არ უნდა და­კარ­გოთ დრო, თქვენ იპო­ვით ზუს­ტად იმ არ­გუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენს ყვე­ლა­ზე და­უ­ღა­ლავ თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებ­ზეც კი.

კურო

არა­სო­დეს მო­ა­ტყუ­ოთ ახ­ლობ­ლე­ბი და მით უმე­ტეს დღეს: ტყუ­ი­ლი, რაც არ უნდა კარ­გად შე­ნიღ­ბოთ, ადრე თუ გვი­ან გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზარს შე­გიქ­მნით, რო­მელ­საც ვერ გა­მო­ას­წო­რებთ.

ტყუ­პი

დღე ხელ­საყ­რე­ლია სწავ­ლის­თვის, რე­კორ­დულ მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად აით­ვი­სოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­გად­გე­ბათ თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

კირჩხი­ბი

ვინც დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, შე­ე­ცა­დეთ უზ­რუნ­ველ­ყოთ იგი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და და­უ­მად­ლებ­ლად. სი­კე­თე, რო­მელ­საც დღეს გა­ა­კე­თებთ, ას­მა­გად და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

ლომი

არ უნდა აი­ღოთ ახა­ლი ამო­ცა­ნე­ბი, თუნ­დაც ისი­ნი ეხე­ბო­დეს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­მუ­შა­ო­ებს, ისე, რომ არ და­ას­რუ­ლოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი: ისი­ნი შე­ა­ნე­ლე­ბენ თქვენს წინსვლას.

ქალ­წუ­ლი

დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ახალ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ დღეს თქვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­საძ­ლოა ორ­შა­ბათს უკვე გა­მო­გად­გეთ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას.

სას­წო­რი

დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დას­ვე­ნე­ბის დღის მი­უ­ხე­და­ვად, წი­ნას­წარ შე­ი­მუ­შა­ვებთ დე­ტა­ლურ გეგ­მას და სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად მიჰ­ყვე­ბით მას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დროს და­კარ­გავთ.

მო­რი­ე­ლი

თუ შემ­თხვე­ვით სხვი­სი სა­ი­დუმ­ლოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბით, შე­ე­ცა­დეთ, რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს, მა­შინ­ვე და­ი­ვი­წყოთ ეს, დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მტე­რი გა­ხა­დეთ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვის სა­ი­დუმ­ლოც გა­ა­სა­ჯა­რო­ებთ.

მშვილ­დო­სა­ნი

თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ცე­ვა რე­ა­ლო­ბად – მთა­ვა­რია, სამ­ყა­როს უხერ­ხუ­ლო­ბი­სა და მოკ­რძა­ლე­ბის გა­რე­შე სთხო­ვოთ სას­წა­უ­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი, რაც მეტს მო­ი­სურ­ვებთ, მით მეტს მი­ი­ღებთ.

თხის რქა

ნუ ჩქა­რობთ იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია აკე­თებთ, პირ­ველ რიგ­ში, შე­ას­წო­რეთ ყვე­ლა წვრილ­მა­ნი, რათა არ მო­გი­წი­ოთ უკან დაბ­რუ­ნე­ბამ და შეც­დო­მებ­ზე მუ­შა­ო­ბამ.

მერ­წყუ­ლი

არ უნდა შე­ე­ჭი­დოთ სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტებს, თუნ­დაც ისი­ნი მხო­ლოდ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საქ­მე­ებს ეხე­ბო­დეს, დღეს მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი ენერ­გია არ გექ­ნე­ბათ, ამი­ტომ ჯო­ბია და­ის­ვე­ნოთ.

თევ­ზე­ბი

თუ გაქვთ გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა ან გა­მოც­დი­ლე­ბა სხვე­ბის­თვის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, უნდა და­გეგ­მოთ ლექ­ცი­ის წა­კი­თხვა ან ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა, თქვე­ნი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გარ­შე­მო ყვე­ლას გა­მო­ად­გე­ბა.